logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე, სამნიძე, კეკენაძე და სხვები - გიორგი ვაშაძემ "მესამე ძალა" წარადგინა

30 აგვ 202121:04
3 წუთის საკითხავი
 
გრიგოლ ვაშაძე, სამნიძე, კეკენაძე და სხვები - გიორგი ვაშაძემ "მესამე ძალა" წარადგინა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პლატფორმა "მესამე ძალის" პრეზენტაციაზე მათთან გაერთიანებული პოლიტიკოსები წარადგინა, მათ შორის არიან:

  • ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე;
  • რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე;
  • პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძე;
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია;
  • იურისტი, ადვოკატი ვახტანგ იაშვილი;
  • სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ბაღათურია;
  • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქროვანი. 

ვაშაძის თქმით პლატფორმა, ასევე აერთიანებს სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის წევრებს. 

დღევანდელ პრეზენტაციაზე მას არ წარმოუდგენია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები. ფორმულას ინფორმაციით, "მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე იქნება. ამის შესახებ პარტიაში ჯერ არ საუბრობენ.

 

 

 


close დახურვა